ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მეარაყიშვილი მუქარისა და ცილისწამებისთვის ცხინვალში უჩივის ახალგორელ პროკურორს

14 სექტემბერი, 2020 • 1225
მეარაყიშვილი მუქარისა და ცილისწამებისთვის ცხინვალში უჩივის ახალგორელ პროკურორს

ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გამოძიება დაიწყო, ახალგორელი პროკურორის, ალან კულუმბეგოვის წინააღმდეგ ცხინვალში საჩივარი შეიტანა მის მიმართ ქსენოფობიურ გამონათქვამებზე, მუქარაზე და ცილისწამებაზე.

თამარ მერაყიშვილი საკუთარ საჩივარში, რომელიც დე ფაქტო გენერალური პროკურორის სახელზე დღეს, 14 სექტემბერს შეიტანა, მიუთითებს იმაზე, რომ ახალგორელი [ლენინგორი] პროკურორი ალან კულუმბეგოვი მეარაყიშვილის მიმართ პერიოდულად, სამუშაო დროს, ფეისბუკზე წერს მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ გამონათქვამებს.

 

Алан Кулумбегов Прокурор нашего района…

Posted by Tamara Mearakishvili on Thursday, 10 September 2020

 

2017 წლის 16 აგვისტოს მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ცილისწამების ბრალდების გარდა, ახალგორელ აქტივისტს ედავებიან რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით: „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე და აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება“.

მეარაყიშვილს დღემდე შეზღუდული აქვს  თავისუფალი გადაადგილება[ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი