ახალი ამბები

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

12 სექტემბერი, 2020 • 690
უბისა-შორაპნის მონაკვეთზე კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ, 11 სექტემბერს, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, მას ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ნეტგაზეთს გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში უთხრეს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სხვა ინფორმაციას უწყება არ ავრცელებს.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსში უთხრეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი