ახალი ამბებიხელოვნება

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გადაიდო

11 სექტემბერი, 2020 • 2429
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გადაიდო

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გადაიდო. როგორც ფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, “საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე თელავის ფესტივალის ჩატარება 1 ნოემბრამდე შეჩერებულია.”

თავდაპირველად, Covid 19 პანდემიის მიზეზით, ფესტივალის ხაგრძლივობა 9 დღიდან 4 დღემდე შემცირდა, ფესტივალი ჩანიშნული 9-12 ოქტომბერს იყო.

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელის დაარსებაც ცნობილი პიანისტის, ელისო ვირსალაძის სახეს უკავშირდება 80-იანი წლებიდან არსებობს. 2010 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. 

ქვეყანაში კოვიდვითარების გაუარესების გამო,  10 სექტემბრიდან აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი