ახალი ამბები

გზამკვლევი მომავლის პროფესიებში

15 სექტემბერი, 2020 • 1248
გზამკვლევი მომავლის პროფესიებში

მას შემდეგ, რაც ადამიანი სამყაროს პირისპირ აღმოჩნდა და გადარჩენისთვის დაიწყო ბრძოლა, პროფესია მისი თანმდევი გახდა. ადამიანის მოთხოვნილებების შესაბამისად, იცვლება და ვითარდება მისი საქმიანობის სფეროც. ჩნდება ახალი პროფესიები, ზოგიც ქრება ტექნიკის განვითარების დარად.

მთელი ეს ამბავი დროში გაშლილი პროცესია და თვალის მიდევნებაც საკმაოდ მარტივია. მომავალი რამდენადაც ბუნდოვანია, იმდენადვე საინტერესოა და მით უფრო, როცა ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია “ინსორსთან” პარტრნიორობით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, იმ ადამიანების პროფესიული მხარდაჭერა, რომლებმაც ახალ რეალობაში სამსახური დაკარგეს ან მათ საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი.

ახალი რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები.  გამოწვევაზე ლოგიკური  პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.

გვინდა ყველა იმ ადამიანს, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, ვუთხრათ – რომ აქვთ შესაძლებლობა განვითარდნენ ახალი მიმართულებით.  ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ და განავითარეთ საკუთარი თავი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც  ადამიანებს ეხმარება ახალი პროფესიების მოძიება/ათვისებაში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია, კონტენტ მენეჯმენტი ან თუნდაც ვებ დეველოპმენტი. ამიტომ ჩემი რჩევაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ და განავითარეთ საკუთარი თავი.

პროექტი ორიენტირებულია ადამიანებს ახალი გამოწვევები დაანახოს, მისცეს მიზეზი, ხელახლა დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების, განავითარონ არსებული უნარები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ თოქებისა და ბლოგების მომზადება, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა შრომის ბაზარზე დღეს არსებული ვითარება. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდებს, სწორი არჩევანის გაკეთებაში და იმის განსაზღვრაში თუ რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი