ახალი ამბები

გარდაიცვალა მსახიობი დაიანა რიგი

10 სექტემბერი, 2020 • 1153
გარდაიცვალა მსახიობი დაიანა რიგი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი დაიან რიგი. როგორც BBC იტყობინება, მან სიცოცხლის ბოლო დღეები დიდ ბრიტანეთში, საკუთარ სახლში გაატარა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მან 2017 წელს გულზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

დაიანა რიგი ბოლო წლებში მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა HBO-ს სერიალ Game Of Throne-ში ლედი ოლენას შესრულებული როლით. უფრო ადრე, 1960-1970-იან წლებში, მან სახელი გაითქვა არაერთი კინოპერსონაჟის შექმნით, მათ შორის, შეასრულა აგენტი 007-ის მეგობარი გოგოს როლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი