ახალი ამბები

თუ რაღაც სასწაულს არ აკეთებ, შეუძლებელია, ჭავჭავაძეზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს — კალაძე

9 სექტემბერი, 2020 • 1359
თუ რაღაც სასწაულს არ აკეთებ, შეუძლებელია, ჭავჭავაძეზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს — კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო დღეებში განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ მძღოლი “რაღაც სასწაულს” არ აკეთებს, შეუძლებელია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახოს.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და საილუსტრაციოდ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ვიდეოჩანაწერებიც აჩვენა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ავტოსაგზაო დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია, ადამიანს უჩნდება კითხვა — როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილით მოძრავ მძღოლს. შეუძლებელია იმიტომ, რომ ყველას აქვს თავის ზოლი. თუ რაღაც სასწაულს არ აკეთებ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს”, — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებები უკვე დაწყებულია და ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, რითაც ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი