ახალი ამბები

თელასმა და GWP-იმ სამუშაოები ღამის საათებში უნდა შეასრულონ — კალაძე

9 სექტემბერი, 2020 • 948
თელასმა და GWP-იმ სამუშაოები ღამის საათებში უნდა შეასრულონ — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისეთმა კომპანიებმა, როგორიც თელასი და GWP-ია, ჩასატარებელი სამუშაოები ღამის საათებში უნდა შეასრულონ. ამის შესახებ მან, დღეს, 9 სექტემბერს, გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად აღნიშნული კომპანიები სამუშაოს შესრულებას ისე იწყებენ, რომ მოსახლეობას მუშაობის დაწყებამდე შეტყობინებებს არ უგზავნიან, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს.

“ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული და ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, მე ვიცი, რომ გქონდათ კომუნიკაცია უკვე გქონდათ ყველა კომპანიასთან, თუ რაიმე სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ღამის საათებში. იმიტომ, რომ დღის განმავლობაში ისედაც დიდი ნაკადებია, თან მალე სწავლა იწყება, შესაბამისად, ეს დისკომფორტი რომ არ შევქმნათ გზებზე, მნიშვნელოვანია, წინასწარ იყოს შეტყობინება, რომ დავიგეგმოთ და ასევე, ინფორმაციის მიწოდება”, — განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი