ახალი ამბები

თბილისობის ღონისძიებები გაუქმდება — კალაძე

9 სექტემბერი, 2020 •
თბილისობის ღონისძიებები გაუქმდება — კალაძე

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 2020 წლის თბილისობის ღონისძიებები გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, დღეს, 9 სექტემბერს განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის კულტურის სამსახურთან ერთად მუშაობენ იმაზე, რომ კონცერტები ონლაინ, პირდაპირი რეჟიმში გადაიცეს.

“გადაწყვეტილება იქნე მიღებული თბილისობის ღონისძიებებთან დაკავშირებით. თქვენ ყველამ იცით, რომ თბილისობა, ზოგადად, ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არსებული რეალობიდან გამომდინარე არსებული ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული და ჩვენ გვექნება ჩვენს კულლტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ კონცერტები, რომლებიც მხოლოდ Live-რეჟიმში გადაიცემა”, — განაცხადა კალაძემ.

დღესვე მთავრობამ გამოაცხადა, რომ 10 სექტემბრიდან იკრძალება ქორწილების, ქელეხების, იუბილეებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა, მათ შორის, ღია სივრცეებში.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი