“ქართული ოცნება” ხვალ, 10 სექტემბერს, საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს:
“გაცნობებთ, რომ 10 სექტემბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს” – აცხადებენ პარტიაში.
ამ დროისთვის, მმართველ პარტიას უკვე წარდგენილი ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატები ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში.