ახალი ამბები

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი ფრედ დასრულდა

8 სექტემბერი, 2020 • 1063
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი ფრედ დასრულდა

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი გოლი მატჩის მე-13 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიამ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა.

კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი “დინამო არენაზე”, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი