ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლიმ მერკელის ოფისთან შიმშილობა დაიწყო

8 სექტემბერი, 2020 • 994
აფგან მუხთარლიმ მერკელის ოფისთან შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ციხიდან რადენიმე თვის წინ გაათავისუფლეს და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, 4.3 წლით დაპატიმრებული ოპოზიციონერ ტოფიგ იაგუბლუს მხარდსაჭერად და სხვა 200-მდე პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

“ჯერ არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება შიმშილობა და როგორ დასრულდება ყველაფერი”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში აფგან მუხთარლი.

შიმშილობის აქციას მუხთარლი და გერმანიაში მყოფი სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისთან მართავენ.

როგორც აფგან მუხთარლის თქმით, კანცლერის ოფისთან აქციის გამართვის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, და მათ შორის გერმანიამ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების გამო, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და ადამიანის უფლებათა დამრღვევი აზერბაიჯანელი ჩინოვიკების მიმართ სანქციები დააწესოს.

აქცია ბერლინში; ფოტო: აფგან მუხთარლი

აქცია ბერლინში; ფოტო: აფგან მუხთარლი

აქცია ბერლინში; ფოტო: აფგან მუხთარლი

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. მათ შორის იყო აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი