ახალი ამბები

რუსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ქრთამის სახით ხინკალი მიიღო – Lenta.ru

6 სექტემბერი, 2020 • 1740
რუსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ქრთამის სახით ხინკალი მიიღო – Lenta.ru

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქის სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, ვიცე-პოლკოვნიკის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. როგორც lenta.ru-წერს, გამოძიება ბრალდებულს დიდი ოდენობით ქრთამის მიღებას ედავება, რომელთა შორის კაფე “ბერეზკაში” ვახშამიცაა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკმა ხინკალი მიირთვა.

გამოცემა წერს, რომ ბრალდებული 2019 წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის ბიზნესმენ ძმებს მფარველობდა, რომლებმაც ძერჟინსკის რაიონში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გახსნეს. მათ შორის, პოლიციელს არ გაუგზავნია ინფორმაცია ოფიციალური რეესტრისთვის, რომ ბიზნესმენები უფრო დიდ ფართობს იკავებდნენ, ვიდრე ქალაქისგან იქირავეს.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა ქრთამის სახით თავდაპირველად 200 ათასი რუბლი, მოგვიანებით კი კიდევ 53 ათასი რუბლი მიიღო. გარდა ამისა, მფარველობისთვის ვიცე-პოლკოვნიკს კაფე “ბერეზკაშიც” ავახშმებდენ, სადაც ბრალდებული ხინკალს და კიტრის სალათს მიირთმევდა.

გამოცემის ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი