ახალი ამბები

ფილარმონიასთან აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

4 სექტემბერი, 2020 • 927
ფილარმონიასთან აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

თბილისის მერიის განცხადებით, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც მერია ამბობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება სადღესასწაულო ცენტრს “დეჟავუში” ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, მათ შორის, 2 მუშა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი