კავშირგაბმულობის კომპანია მაგთიკომი აბონენტებს აფრთხილებს. კომპანიის განცხადებით, დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან რომელთა საწყისი კოდია 002519
“ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.
ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”, – აცხადებენ კომპანიაში.