ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში “ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამებისთვის” ბლოგერს გაასამართლებენ

4 სექტემბერი, 2020 • 761
აზერბაიჯანში “ანტისახელმწიფოებრივი გამონათქვამებისთვის” ბლოგერს გაასამართლებენ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბლოგერის, ელვინ ისაევის მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება დასრულებულია და უახლოეს დღეებში სასამართლო პროცესები დაინიშნება.

ელვინ ისაევს ბრალად ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 281.2-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებსა და საკონსტიტუციო წყობის ძალადობრივ შეცვლას გულისხმობს.

ისაევი დაკავებული იყო უკრაინაში, მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება კი 2019 წლის 12 დეკემბერს მოხდა.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი