ნეტგაზეთი | 2020 წლის მე-2 კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11.5%-ით შემცირდა 2020 წლის მე-2 კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11.5%-ით შემცირდა – Netgazeti
RU | GE  

2020 წლის მე-2 კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11.5%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა 11.5%-ით შემცირდა და, ჯამში, დაახლოებით 22 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2020 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 9.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 18%-ით ნაკლებია.

2020 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 58.8% მსხვილ ბიზნესზე მოდის, თითქმის 18% – საშუალოზე, დაახლოებით 23%კი  მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7%, საშუალოზე – 25.7%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 30.6%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის II კვარტალში შეადგინა 12.9 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით ნაკლები). მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 631.8 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9% ქალია, ხოლო 59.1% – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 41% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.1% – მცირე ბიზნესზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.