საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დღეს, 2 სექტემბერს, დილასაც გამოჩნდნენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ე.წ. საოკუპაციო ხაზს მიღმა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ავლებდნენ, თუმცა ტერიტორია მალევე დატოვეს.
უწყების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს დავით ქაცარავა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 300 მეტრში ავლებდნენ ხნულებს: