ახალი ამბები

დაჩი ბერაია პარლამენტში თავის ყველაზე დიდ მიღწევად პროპორციულის ჩაგდებას მიიჩნევს

2 სექტემბერი, 2020 • 1679
დაჩი ბერაია პარლამენტში თავის ყველაზე დიდ მიღწევად პროპორციულის ჩაგდებას მიიჩნევს

უმრავლესობის წევრი ირაკლი(დაჩი) ბერაია აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში გააკეთა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება იყო, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყო.

ასე უპასუსა ბერაიამ TV პირველის კითხვას, თუ რა გააკეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო 4 წლის განმავლობაში მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

“კონსტიტუციის ჩაგდება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ კონსტიტუციის ჩაგდების შემდეგ შესაძლებელი გახდა, თითოეულ რეგიონს ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი მაჟორიტარის სახით. ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი წარმატება”, — განაცხადა ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 2019 წლის ნოემბერში 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. ერთ-ერთი დეპუტატი, ვინც ცვილებებს მხარი არ დაუჭირა და “ქართული ოცნების”  ე.წ. ამბოხებულ დეპუტატების რიგებში აღმოჩნდა, ირაკლი (დაჩი) ბერაია იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი