ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატი
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია. კლების ტენდენცია გამოვლინდა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა. 2020 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად შემცირდა საგარეო ვაჭრობა: საქონლის ექსპორტი – 16.8%-ით, იმპორტი კი – 17.9%-ით.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed