ახალი ამბები

პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს შეეჯახა, დაიწყო გამოძიება – პროკურატურა

31 აგვისტო, 2020 • 978
პატრულის მანქანა 12 წლის ბავშვს შეეჯახა, დაიწყო გამოძიება –  პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.

“საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი