საფრანგეთში დააკავეს სამხედრო ოფიცერი, რომელსაც ბრალად რუსი აგენტისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემა ედება.

შესაბამისი განცხადება საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

მომხდართან დაკავშირებით ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. Europe 1 radio-ს ცნობით, ოფიცერი იტალიაში ნატოს ბაზაზე მუშაობდა და მან ბრალდების მიხედვით დოკუმენტები გრუ-ს გადასცა.