ახალი ამბები

ბორჯომში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა – ტელეკომპანია “ბორჯომი”

30 აგვისტო, 2020 •
ბორჯომში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა – ტელეკომპანია “ბორჯომი”

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის ტელევიზია და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებენ.

ბორჯომის ტელევიზიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა  ხევში გადავარდა. მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მცირეწლოვანი  ბავშვი გარდაცვლილია.  დანარჩენი ოთხი დაზარალებული, რომელიც სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, საავადმყოფოში რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ ჯანმრთელობას ექიმის ცნობით, საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი