ახალი ამბები

კაცმა აგვისტოში 14 მანქანა გაქურდა – შსს

29 აგვისტო, 2020 • 1064
კაცმა აგვისტოში 14 მანქანა გაქურდა – შსს

შსს-ს განცხადებით, კაცმა, რომელიც ბათუმში 20-21 აგვისტოს 6 მანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, აღიარა, რომ თბილისში კიდევ 8 მანქანა გაქურდა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს“, – წერს შსს.

ბრალდებული, ინიციალებით თ.ხ., 1999 წელსაა დაბადებული. ბრალდება, რასაც ედავებიან, 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“-აცხადებს შსს.

შსს ინფორმაციით, დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი