ახალი ამბებიკინო

ალმოდოვარი მოკლემეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება

28 აგვისტო, 2020 •
ალმოდოვარი მოკლემეტრაჟიანი ფილმით ბრუნდება

70 წლის ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან დებიუტს, მოკლემეტრაჟიან  ფილმს Human Voice,  მაყურებელი 3 სექტემბერს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში ნახავს. 

Indiewire-ის ინფორმაციით, Human Voice-ის გადაღებები ივლისში მადრიდში  მიმდინარეობდა.

ფილმის  პირველი ტიზერი 27 აგვისტოს  გავრცელდა. როგორც ტიზერიდან  ირკვევა, ფილმში მთავარ როლს შოტლანდიელი მსახიობი ტილდა სვინტონი ასრულებს, რომელიც გამოწყობილია ალმოდოვარის ფილმებისთვის დამახასიათებელ წითელ ფერებში. ტიზერში ისმის ესპანელი კომპოზიტორის, ალბერტო იგლესიასის მუსიკაც, რომელსაც ალმოდოვართან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 

Human Voice  ჟან კოკტოს ამავე სახელწოდების ერთმოქმედებიან პიესას ეფუძნება, რომელიც საფრანგეთში პირველად 1930 წელს დაიდგა.  პიესა ქალისა და  მისი შეყვარებულის უკანასკელ სატელეფონო საუბარს შეეხება, სადაც კაცი სხვა ქალზე აპირებს დაქორწინებას.   

ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ,  სექტემბერის თვეში, ფილმს ნიუ-იორკის კინოფესტივალზეც აჩვენებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი