ნეტგაზეთი | ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცი აცხადებს, რომ “სურს აზერბაიჯანს ემსახუროს” ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცი აცხადებს, რომ “სურს აზერბაიჯანს ემსახუროს” – Netgazeti
RU | GE  

ტყვედ ჩავარდნილი სომეხი ჯარისკაცი აცხადებს, რომ “სურს აზერბაიჯანს ემსახუროს”

ვიდეომიმართვაში, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რომელიც 23 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ ტყვედ აიყვანა, აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის პოსტებზე სამხედრო დივერსიის განსახორციელებლად იყო წარგზავნილი, ჩადენილს ნანობს და ამასთან, “სურს, აზერბაიჯანს ემსახუროს”.

სომხური მხარე დარწმუნებულია, რომ ოფიცერი აიძულეს, წინასწარ დაწერილი ტექსტი წაეკითხა.

“ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ღია და უხეში დარღვევა”, – აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

25 აგვისტოს სომეხ სამეხდრო ოფიცერს გურგენ ალავერდიანს აზერბაიჯანში სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლებით წარედგინა ბრალი, მათ შორის, ჯაშუშობასა და აგრესიული ომის წარმოებაში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი