ნეტგაზეთი | გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო, მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს — საგანგებო გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო, მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს — საგანგებო – Netgazeti
RU | GE  

გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო, მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს — საგანგებო

მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში მოყოლილი 3 ბავშვი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.
შემთხვევა დღეს, 28 აგვისტოს, დილით მოხდა, ცეცხლი  მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე  არსებულ ბინაში გაჩნდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი