ახალი ამბები

მინსკში 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს

27 აგვისტო, 2020 • 944
მინსკში 20-მდე ჟურნალისტი დააკავეს

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ცოტა ხნის წინ დააკავეს 20-მდე ჟურნალისტი, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციის გასაშუქებლად ემზადებოდნენ.

რადიო თავისუფლების ცნობით, დაკავებულია მათი ერთ-ერთი ჟურნალისტიც.

მინსკის პოლიციის სპიკერის თანახმად, ჟურნალისტები მიკროავტობუსში „იდენტიფიცირებისთვის“ გადაიყვანეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს, რომ ჟურნალისტების დაკავება „კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას უბრალოდ არ ადარდებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება“.


არჩევნების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტები

მასალების გადაბეჭდვის წესი