ახალი ამბები

ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდნენტთან დაკავშრიებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა

27 აგვისტო, 2020 • 699
ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდნენტთან დაკავშრიებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი კანდიდატი, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდნენტთან დაკავშრიებით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც დოლიძე ამბობს, შემთხვევა წერეთლის 105 ნომერში მომხდა, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ერთ-ერთი შეხვედრის დროს მათ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდა კაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მისი თქმით, ეს არის ფორმა, რისი მეშვეობითაც მმართველი გუნდი არჩევნების ჩატარებას აპირებს.

“ეს ინციდენტი არის მაგალითი იმის, როგორ ჰყავთ მობილიზებული ადამიანები. რას არიან შეპირებული, არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური და კრიტიკული ჯგუფების შეხვედრა მეზობლებთან და ამომრჩევლებთან. დღეს დაბარებული ვარ გასაუბრებაზე, რომ მივაწოდო ინფორმაცია და პირველადი  მასალა”,— განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი