ახალი ამბები

“Miha hamodiii” – “ოცნება” სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება

27 აგვისტო, 2020 • 1125
“Miha hamodiii” – “ოცნება” სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება

“Miha hamodiii”, – ამ მინაწერით ეხმაურება პარტია “ქართული ოცნება” Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს, დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეომიმართვაში სააკაშვილი უკრაინაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისი მეორე სახლია, თუმცა მიმართვის ბოლოს საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს: “მე ვბრუნდები”.

ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საააკაშვილის ვიდეო-მიმართვას “ოცნების” ოფიციალური გვერდი

მე ვბრუნდები! – სააკაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი