ახალი ამბებისამართალი

თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ — შსს

27 აგვისტო, 2020 • 1460
თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თეთრიწყაროში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს,  რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნ.მ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მარნეული – თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს. აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი