ახალი ამბები

კინოთეატრები 15 სექტემბრიდან იხსნება, თეატრები – 1 ოქტომბრიდან

26 აგვისტო, 2020 • 918
კინოთეატრები 15 სექტემბრიდან იხსნება, თეატრები – 1 ოქტომბრიდან

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, ხოლო თეატრები – პირველი ოქტომბრიდან.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ კი განაცხადა, რომ კინოთეატრები და თეატრები მუშაობის აღდგენას გარკვეული რეგულაციებით შეძლებენ. შენობებში განხორციელდება ადამიანების სქრინინგი. 5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება, სპექტაკლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, წარმოდგენები ანტრაქტის (შესვენება) გარეშე უნდა ჩატარდეს. მაყურებელი დარბაზში პირბადით უნდა იმყოფებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი