ახალი ამბები

გლდანში ახლად რეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა

26 აგვისტო, 2020 • 1376
გლდანში ახლად რეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული ასფალტის საფარი ჩავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე გვიან ღამითვე დაიწყო მუშაობა ტექნიკურმა ჯგუფმა.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, გზის ჩავარდნასთან დაკავშირებით თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები, მათ შორის ასფალტის ზედა ფენის დაგება, 2020 წლის ივნისში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი