ახალი ამბები

საქართველო ყირიმის ანექსიის გამო გახანგრძლივებულ სანქციას კვლავ უერთდება

25 აგვისტო, 2020 •
საქართველო ყირიმის ანექსიის გამო გახანგრძლივებულ სანქციას კვლავ უერთდება

ევროკავშირის საბჭომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება 2012 წლის 23 ივლისამდე გააგრძელა.

სანქციას კვლავ უერთდებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, უკრაინა, მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია და ნორვეგია.

დეკლარაცია ახდენს 2014 წლის საბჭოს გადაწყვეტილების რევიზიას. იმ გადაწყვეტილებაში საუბარი ეხებოდა ყირიმში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის აკრძალვას და იგივე დატოვეს ძალაში 2021 წლამდე. დეკლარაციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა.

2014 წლის უკრაინის მოვლენების გამო ევროკავშირის მიერ  სხვადასხვა სახის სანქციებია დაწესებული, მათ შორის, ძირითადად, რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო შეერთებულია ევროკავშირის ერთ სანქციას – ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი