უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ინფიცირებულებია მისი ოჯახის ორი წევრიც.
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 105 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 2271 ინფიცირებული ადამიანი.