ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა ერდოღანს მიულოცა „ბუნებრივი აირის დიდი მარაგის აღმოჩენა“

23 აგვისტო, 2020 • 1015
ალიევმა ერდოღანს მიულოცა „ბუნებრივი აირის დიდი მარაგის აღმოჩენა“

22 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეფეფ თაიპ ერდოღანს მიულოცა „შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგის აღმოჩენა“.

ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. 21 აგვისტოს სტამბოლში სიტყვის გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობაა 320 მილიარდი კუბური მეტრია.

ლიდერებს შორის სატელეფონო ზარის შინაარსს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი