ახალი ამბებიგართობახელოვნება

თბილისში ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი HYPERSONIC ჩატარდება

22 აგვისტო, 2020 • 3050
თბილისში ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი HYPERSONIC ჩატარდება

28-29 აგვისტოს, თბილისში დაფუძნებული ორი კლუბის – “ბასიანისა” და “ხიდის” – პატრონაჟითა და კურატორობით ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი HYPERSONIC გაიმართება.

ANCIENT METHODS, BOYD SCHIDT, DITO, HAMATSUKI, HECTOR OAKS, HVL, KVANCHI, MARCEL DETTMANN, NEBBIERI, OTHR, PHASE FATALE, ROMAN, SOPHIE PHARE, VULKANSKI, YANAMASTE, ZESKNEL – თანამედროვე ტექნო სცენის გავლენიანი და ქართველი მსმენელის ფავორიტი არტისტები ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალის გარშემო ერთიანდებიან.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, Hypersonic2020 შავი ზღვის სანაპიროს ისტორიულ ადგილას, ციხისძირში უნდა გამართულიყო, თუმცა უკანასკნელ დღეებში ქობულეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო თბილისში, კუს ტბაზე, Ciskari Garden-ის სივრცეში გაიმართება.

ფესტივალი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანი გაურკვეველი დროით დახურული კლუბების შენარჩუნებას წარმოადგენს. ფესტივალის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება, დახურულ სივრცეებში დასაქმებულ პირებს მუშაობის საშუალება მიეცემათ და ფესტივალიც, გეგმის მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი