დღეს, 21 აგვისტოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, მოსამართლემ მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რაც “სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას” გულისხმობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად “ლუგარის ლაბორატორიისთვის” უნდა გაეყიდა.

რატომ ეხმარება აშშ საქართველოს, აზერბაიჯანს და სხვებს ლაბორატორიების მოწყობაში