ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთთან ფრენების აღდგენას, უკვე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განვიხილავთ — თურნავა

21 აგვისტო, 2020 •
რუსეთთან ფრენების აღდგენას, უკვე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განვიხილავთ — თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ თუ რუსული ავიაკომპანიები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალურად მიმართავენ, ამას არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც განიხილავენ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას არც ამ გადაწყვეტილების მიღებისას ახლდა რაიმე მიზანშეწონილობა.

“დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ოფიციალურად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ იმ შეზღუდვის გადახედვაზე და დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც”, — განაცხადა თურნავამ.

რუსეთსა და საქართველოს შორის “სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენაზე” ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სრულად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს, თუმცა ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში თანმიმდევრულობა აკლიათ. აბაშიძის აზრით, ლავროვის აღნიშნული კომენტარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს ეხებოდა.

სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს “ოცნების” ინიცირებულ ნორმალიზაციის კურსს – ლავროვი

მასალების გადაბეჭდვის წესი