აფიშაახალი ამბები

დღეიდან სვანეთში შეზღუდვები იხსნება, გამონაკლისია დაბა მესტია და ლენჯერი

21 აგვისტო, 2020 • 6206
დღეიდან სვანეთში შეზღუდვები იხსნება, გამონაკლისია დაბა მესტია და ლენჯერი

 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები გადაადგილებაზე იხსნება – გამონაკლისია  დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი. 

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა და ამ ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი. იქ დარჩენილი ტურისტები კი კარანტინში გადაიყვანეს. 

შეზღუდვების დაწესება მოჰყვა ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, რომლის შემდეგაც სვანეთში ეპიდემიოლოგიური კვლევა და ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ  მესტიის მუნიციპალიტეტში 3 509 ადამიანს, ხოლო მესტიის გარეთ მყოფ 1 246 ადამიანს, ვისაც მუნიციპალიტეტში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ტესტირება ჩაუტარდა. 

 გამოკვლეული პირებიდან, ჯამში, კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ლენჯერში გამოვლინდა, რის გამოც, უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ეს სოფელი კვლავ რჩება კარანტინში დაბა მესტიასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი