ახალი ამბებისაზოგადოება

მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვისტო, 2020 • 1784
მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 აგვისტოს დაკარგული კაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები”, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი