ახალი ამბები

კალაძემ ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელად საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდის დავალება გასცა

19 აგვისტო, 2020 • 770
კალაძემ ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელად საპრივატიზაციო ნუსხის გაზრდის დავალება გასცა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო გადაიდება დედაქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. იმისათვის, რომ ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს, კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ შესძლებლობის ფარგლებში საპრივატიზაციო ნუსხა გაიზარდოს.

როგორც კალაძე ამბობს, ის პროექტები, რომლებიც დღეს ვერ დაიწყება, არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ განხორციელდება.

“მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება კიდევ მოვიძიოთ, ეს შეიძლება იყოს მიწები, შენობა-ნაგებობები, იმისთვის, რომ მოხდეს გაყიდვა და თანხების შემოსვლა. იმიტომ, რომ შემოსავლების ნაწილში სერიოზული კლება და სერიოზული პრობლემები გვაქვს. მე მესმის, რომ ბევრი რაღაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე დახურულია, ჯერ კიდევ არ არის ის ეკონიმიკური აქტივობები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, მოიძიეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები.  ჩავრთოთ ბიზნესსექტორი.  რაც გვაქვს შესაძლებლობა, საპრივატიზაციო ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ, იმისთვის რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი და ამით შევძლებთ მეტი პროექტის განხორციელებას და უფრო მეტი ადამიანის დახმარებას”, — განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი