ავტოავარია თბილისში: დაიღუპა ოთხი ადამიანი
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ავარია 15 აგვისტოს, ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხ ქვეითს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed