ნეტგაზეთი | “ქართული ოცნება” – 33%, ენმ – 16% – IRI-ის კვლევა “ქართული ოცნება” – 33%, ენმ – 16% – IRI-ის კვლევა – Netgazeti

“ქართული ოცნება” – 33%, ენმ – 16% – IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევის თანახმად, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 33% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას. “ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 2% აცხადებს თავის მეორე არჩევანად იმ შემთხვევაში, თუ მისი მხარდაჭერილი პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება.

მეორე ადგილას 16%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. ენმ მეორე არჩევანია 4%-ისთვის.

სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” – 5%; მეორე არჩევანი – 6%
  • “ახალი საქართველოსთვის – სტრატეგია აღმაშენებლი” – 3%; მეორე არჩევანი – 4%
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3%; მეორე არჩევანი – 5%
  • “ლეიბორისტული პარტია” – 2%; მეორე არჩევანი – 4%
  • “სამოქალაქო მოძრაობა” – 2%; მეორე აღჩევანი – 3%
  • “ლელო” – 2%; მეორე არჩევანი – 3%
  • “გირჩი” – 2%; მეორე არჩევანი – 1%
  • “დემოკრატიული მოძრაობა” – 1%; მეორე არჩევანი – 2%
  • “გამარჯვებული საქართველოსთვის” – 1%; მეორე არჩევანი – 1%.

ამომრჩეველთა 17%-მა არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხოლო 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა.


IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.