ახალი ამბებირეკლამა

„Frequent Flyer“ – სქროლის ახალი ლოიალობის პროგრამა

12 აგვისტო, 2020 • 1039
„Frequent Flyer“ – სქროლის ახალი ლოიალობის პროგრამა

იმისთვის, რომ სკუტერით მგზავრობა კიდევ უფრო სახალისო და ამასთანავე ხელმისაწვდომი გახდეს, სქროლი  გთავაზობთ ლოიალობის ახალ პროგრამას სახელწოდებით – Frequent Flyer. პროგრამა ავტომატურად აქტიურდება აპლიკაციაში და საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი მგზავრობა ერთგვარ თამაშად აქციოს.

პრინციპი მარტივია – რაც უფრო ხშირად იმგზავრებს მომხმარებელი სრქოლით, მით უფრო მეტ შეღავათს მიიღებს, გარემო კი ნაკლებად დაბინძურდება.

Frequent Flyer-ის ვერცხლის, ოქროს და პლატინის სტატუსის მოსაპოვებლად მომხმარებელმა 28 დღის განმავლობაში გარკეული რაოდენობის მგზავრობა უნდა შეასრულოს. სტატუსის მოპოვების შემდეგ კი 10%, 20%, 30% ფასდაკლებებსა და სხვადასხვა სახის შეღავათს მოიპოვებს.

[checklist]

  • ვერცხლის სტატუსი

[/checklist]

ვერცხლის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში 5-ჯერ მგზავრობით. ამ სტატუსის მქონე ადამიანს შეუძლია ისარგებლოს 10% ფასდაკლებით.

[checklist]

  • ოქროს სტატუსი

[/checklist]

შემდეგი საფეხურის განბლოკვისთვის კიდევ 10-ჯერ გასქროლვაა საჭირო. ოქროს სტატუსის მქონე ადამიანი სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით და შეუძლია დაჯავშნოს სკუტერი სრულიად უფასოდ  გასქროლვამდე 15 წუთით ადრე. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს პრიორიტეტული მხარდაჭერით.

[checklist]

  • პლატინის სტატუსი

[/checklist]

ეს სტატუსი სქროლის ერთგული მგზავრებისთვისაა. მისი მიღება შესაძლებელია 20-ჯერ მგზავრობით. პლატინის სტატუსის მოპოვების შემდეგ თქვენ ისარგებლებთ 30% ფასდაკლებით, ასევე შეგეძლებათ სკუტერის გასქროლვამდე 30 წუთით ადრე, სრულიად უფასოდ დაჯავშნა და პრიორიტეტული მხარდაჭერით სარგებლობა.

სქროლის მიზანია მიკრომობილობა უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, არაერთი კამპანია წამოვიწყეთ, რათა ადამიანებისთვის ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება გაგვეხადა ხელმისაწვდომი და ამავდროულად – უსაფრთხო. 

ახალი პროგრამის მეშვეობით გვინდა წავახალისოთ მეტი ადამიანი, რომლებიც თბილისისა და ბათუმის ქუჩებში გადასაადგილებლად სწორედ სქროლს გამოიყენებენ და საბოლოოდ შევქმნათ ქალაქები, სადაც შემცირდება ავტომობილების რაოდენობა და ქუჩები ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება, ეკოლოგიური პირობები კი გაუმჯობესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი