საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ფარავანთან მდებარეობდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:21 საათზე დაფიქსირდა.
3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები კი -23:57 საათზე.