ახალი ამბები

ბოლო დღეების კვლევებით, Covid-19 შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა

11 აგვისტო, 2020 • 1302
ბოლო დღეების კვლევებით, Covid-19 შსს-ს 11 თანამშრომელს დაუდასტურდა

ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

შსს-ს ინფორმაციით, 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 – თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

შსს-ს ცნობით, თერთმეტივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ. ინფიცირებულებთან შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი