ახალი ამბები

რუსეთის პოლიტიკა მიუღებელი იყო 2008-ში, მიუღებელია ახლაც — პალატის საგარეო კომიტეტი

8 აგვისტო, 2020 • 939
რუსეთის პოლიტიკა მიუღებელი იყო 2008-ში, მიუღებელია ახლაც — პალატის საგარეო კომიტეტი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. იგი გამოქვეყნებულია კომიტეტის თავმჯდომარის — დემოკრატ ელიოტ ენჯელისა და თავმჯდომარის მოადგილის, მაიკლ მაკ-კაულის [რესპუბლიკელი] სახელით:

„საქართველოში რუსეთის უგუნური შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, კვლავ გრძელდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ისევე როგორც მუდმივი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ეს მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც.

ქართველი ხალხი ცდილობდა და მსხვერპლს იღებდა იმისთვის, რომ ყოფილიყო უფრო დემოკრატიული ქვეყანა. საქართველო არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი აშშ-სთვის და NATO-სთვის, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინის და პუტინის საგარეო აგრესიით დაზარალებული პარტნიორების მხარდაჭერა“, — ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი