ახალი ამბები

ვარშავა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება

7 აგვისტო, 2020 • 945
ვარშავა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ვარშავიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი დაინიშნა.  ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერს პოლონური ავიაკომპანია  LOT Polish Airlines შეასრულებს და ფრენა 14-15 აგვისტოს შესრულდება.

ფრენა შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25);
  • 15 აგვისტო, თბილისი – ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 აგვისტოს მიენიჭა. ბილეთის შეძენის მიზნით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი