ნეტგაზეთი | 21 დეპუტატი, რომელიც 2019-ში პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა – TI-ის ანგარიში 21 დეპუტატი, რომელიც 2019-ში პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა – TI-ის ანგარიში – Netgazeti
RU | GE  

21 დეპუტატი, რომელიც 2019-ში პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა – TI-ის ანგარიში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებითი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 21 დეპუტატი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. მათ შორისაა ირაკლი ხახუბია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

იმ დეპუტათთა სია კი, რომელთაც 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ, ასე გამოიყურება:

  • ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
  • მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ზაზა კედელაშვილი (“ევროპული საქართველო”),
  • თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
  • იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
  • ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
  • რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
  • რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
  • ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
  • ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

2019 წელს პარლამენტში სიტყვით ყველაზე მეტჯერ გამოვიდნენ:

  • ანრი ოხანაშვილი (უმრავლესობა),
  • ეკა ბესელია (დამოუკიდებელი წევრი),
  • ლევან გოგიჩაიშვილი ფრაქცია (“დამოუკიდებელი დეპუტატები”),
  • გიგა ბოკერია ფრაქცია (“ევროპული საქართველო”),
  • თინათინ ბოკუჩავა (ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”).

ასევე, 2019 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი იყო, ხოლო ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი — “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს:

  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
  • რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა),
  • ივლიანე წულაია (უმრავლესობა).

პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 43 შემთხვევაში 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა; ხოლო კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 33 შემთხვევაში ხელფასის 10 %  22 დეპუტატს დაუკავდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი