ახალი ამბები

ივლისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო – საქსტატი

3 აგვისტო, 2020 • 1001
ივლისში წლიური ინფლაცია 5.7% იყო – საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა. თვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაიაფდა 1.6%-ით. ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე, (-11.7%), ასევე, ბოსტნეულზე, ბაღჩეულსა (-8.2%) და შაქარზე. ამასთან, ფასები გაიზარდა ყავის, ჩაისა და კაკაოს პროდუქციაზე (2%).

ივლისში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასების 4%-იანი კლება დაფიქსირდა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.8%), ისე ფეხსაცმლის (-2.7%) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1%-ით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ერთი წლის მონაცემებით, გაძვირდა 11.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ერთწლიან ჭრილში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32%), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6%), თევზეული (14.3%), ზეთი და ცხიმი (12.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2%), პური და პურპროდუქტები (9.4%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9%). აქედან გამომდინარე, წლიურად ყველაზე დიდი ტემპით ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა.

ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3%-ით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი